მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Lockheed Martin-მა თავდაცვითი კომპანია Ultra Maritime-ი $3.45 მილიარდად შეისყიდა

lockheed

თავდაცვითი ინდუსტრიის გიგანტმა Lockheed Martin-მა საზღვაო თავდაცვის კომპანია Ultra Maritime-ი $3.45 მილიარდად შეისყიდა. როგორც ირკვევა, შეძენილი კომპანია აქამდე კერძო საინვესტიციო ფონდ Advent International-ის საკუთრება იყო.

ცნობისთვის, Ultra Maritime-ი წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ტექნოლოგიების, რადარებისა და ელექტრონული ბრძოლის სისტემების შექმნაზე მუშაობს. კომპანიას ტორპედოებისგან თავდაცვის სპეციალური საშუალებების წარმოებაც შეუძლია.

არსებული ინფორმაციით, შესყიდვის ოფიციალურად დასრულების შემდეგ, Ultra-ს გუნდი Lockheed Martin-ის რაკეტსაწინააღმდეგო დანაყოფს შეუერთდება. დანაყოფის პრეზიდენტის, სტეფანი ჰილის განცხადებით, ძალების გაერთიანება აშშ-ისა და მოკავშირეებისთვის მოწინავე წყალქვეშა თავდაცვითი შესაძლებლობების მიწოდებას დააჩქარებს.

ცნობისთვის, Lockheed Martin-ი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი თავდაცვითი კონცერნია და ის F-35 Lightning II-ის ტიპის გამანადგურებლებსა და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის რაკეტებს აწარმოებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები