მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლოგისტიკა საქართველოში: დასაწყობება & ტრანსპორტის დამხმარე აქტივობები

დასაწყობებისა და ტრანსპორტირების სექტორი საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან მიმართულებად ყალიბდება. მას მნიშვნელოვან ეკონომიკურ პოტენციალს ანიჭებს ქვეყნის გეოსტრატეგიული მდებარეობა, რომელიც ხელს უწყობს რეგიონულ და გლობალურ სატრანსპორტო მარშრუტებში ინტეგრაციას. ამ პროცესის მდგრადი განვითარება — რაც მოიცავს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას — კრიტიკულად მნიშვნელოვანია.ამიტომ ვუთმობთ ლოგისტიკას კიდევ ერთ გადაცემას. საქართველოს ლოჯისტიკის ინდუსტრია ბოლო წლებში განვითარების შთამბეჭდავ ტემპს ავლენს. ხოლო ამ ინდუსტრიის ბრუნვაში წამყვან როლს დასაწყობებისა და ტრანსპორტის დამხმარე აქტივობების სექტორი თამაშობს (49% 2024 წელს).

სტუმარი: მარიამ ქოიავა - SavvY-ის მმართველი პარტნიორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები