მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლოგისტიკის სექტორი საქართველოში - "ბიზნესი 360 გრადუსით" მარიამ ქოიავასთან ერთად!

გასული რამდენიმე წელი საქართველოს ლოგისტიკური სექტორისთვის შესაძლებლობებითა და გამოწვევებით იყო აღსავსე. სექტორზე როგორც გლობალური (კოვიდ პანდემია, წითელი ზღვის კრიზისი და ა.შ), ასევე რეგიონში მიმდინარე (რუსეთ-უკრაინის ომი) მოვლენები მყისიერად აისახება. სექტორს კი აღნიშნულ ცვლილებებთან ადაპტაცია უწევს. საყურადღებოა, რომ საქართველოს ლოგისტიკურმა სექტორმა რუსეთ-უკრაინის ომისა და რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე ზრდა განიცადა.

2022 წელს, საქართველოში გადაზიდული ტვირთების მოცულობა თითქმის 25%-ით გაიზარდა წლიურად, ხოლო უშუალოდ შუა დერეფნის მეშვეობით საქართველოში გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ დაახლოებით 30%-ით იმატა იმავე წელს.

საერთო ჯამში, 2021-2024 წლებში საქართველოში გადაზიდული საერთაშორისო ტვირთის (ექსპორტი, იმპორტი და ტრანზიტი) მოცულობა CAGR 6.0%-ით გაიზარდა და 2024 წელს 31 მილიონი ტონა შეადგინა.

სტუმრები: მარიამ ქოიავა - SavvY-ის მმართველი პარტნიორი;

მერაბ ჟღენტი - "დიპლომატ ჯორჯიას" ბიზნესის განვითარების მენეჯერი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები