მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლოგისტიკის სექტორის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი საქართველოში - რა იგეგმება 19-20 ივნისს ExpoGeorgia-ში?

19-20 ივნისს თბილისში, „ექსპოჯორჯიასა“ და საკონსულტაციო კომპანია „სავის“ ორგანიზებით ჩატარდება საერთაშორისო მასშტაბის ღონისძიება. ლოგისტიკის სექტორის გამოფენა და ფორუმი გააერთიანებს ლოგისტიკის ყველა ძირითად მიმართულებას – საზღვაოს, სახმელეთოს, საჰაეროს, სარკინიგზოს, ასევე საწყობების ინფრასტრუქტურასა და ციფრულ ტექნოლოგიებს. ეს იქნება ადგილი, სადაც ერთ სივრცეში ხვდებიან საერთაშორისო გადამზიდავები, პორტების წარმომადგენლები, ინფრასტრუქტურული და ფინანსური ინსტიტუტები.

სტუმრები: რესან ქიქავა - "ექსპოჯორჯიას" დირექტორი;

გიორგი გუდაბანძე - "სავის" ასოცირებული პარტნიორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები