მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლოგისტიკის სექტორის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიება 19 ივნისს გაიხსნება!

ექსპო
16.06.25 10:32
352

19-20 ივნისს, ექსპოჯორჯიაში ტრანსპორტის და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა და ფორუმი გაიმართება.

გამოფენა მოიცავს ლოგისტიკის სრულ ეკოსისტემას, ადგილზე დაგხვდებათ 50 ზე მეტი სექტორის წამყვანი კომპანია, რომელიც წარადგენს თავის მომსახურებებს, პროდუქტებს და ტექნოლოგიურ სიახლეებს.

  • მულტიმოდალური გადაზიდვები – სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვის სერვისები
  • სწრაფი გზავნილება და კურიერული მომსახურება
  • დაზღვევა და უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები
  • ტრაილერები და მათთვის განკუთვნილი პროდუქტები
  • საწყობები და სასაწყობე ინფრასტრუქტურა
  • მშრალი პორტი
  • სისტემური და ციფრული მხარდაჭერა, ავტომატიზაცია და პროგრამული უზრუნველყოფა
  • ტვირთების დაზღვევა

ეს ღონისძიება არ უნდა გამოტოვოს არცერთმა კომპანიამ რომელიც პროდუქციის იმპორტით ან ექსპორტით არის დაკავებული,ადგილზე თქვენ შესაძლებლობა გექნებათ აღმოაჩინოთ ახალი პარტნიორები (გადამზიდავი კომპანია სახმელეთო,საზღვაო და საჰაერო ) , სიახლეები თუ სხვა.

პარალელურად ორი დღის განმავლობაში გაიმართება თემატური ფორუმი,

ფორუმზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ლინკზე:

სადაც სექტორის წარმომადგენლები იმსჯელებენ შემდეგ საკითხებზე:

ლოგისტიკის სექტორის კვლევის შედეგების მიმოხილვასაქარ

თველო გლობალურ სატრანსპორტო რუკაზე – პოტენციალი, პარტნიორები და რეალობა

ინვესტიციების და დაფინანსების შესაძლებლობები, სახელმწიფოს და საბანკო სექტორის მხრიდან

შუა კორიდორის სტრატეგიული პერსპექტივა – საზღვაო გადაზიდვები და პორტების განვითარება

სასაწყობე ინფრასტრუქტურა – ბარიერები და განვითარების შესაძლებლობები

საჰაერო და სახმელეთო გადაზიდვები საქართველოში – არსებული ვითარება, პრობლემები და განვითარების გეგმები ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის გაციფრულება


გამოფენა ტარდება ExpoGeorgia-სა და SavvY-ის თანაორგანიზებით. ღონისძიების გენერალური სპონსორია TBC - თიბისი. სპონსორები: თიბისი კაპიტალი, TBILISI DRY PORT. მხარდამჭერები: EBA, BAG.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები