„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი, მსოფლიო ბანკის „ლოგისტიკის ინდექსში“ საქართველოს პოზიციებს აფასებს.
2018 წლის ინდექსში საქართველომ თავისი ადგილი 11 საფეხურით გაიუმჯობესა. აღსანიშნავია ის, რომ საქართველოს პოზიცია რეიტინგში 2012 წელს 77-ე ადგილი იყო, დღეს კი მას 167 ქვეყანას შორის 119-ე ადგილი უკავია.
"საქართველოს ამბიცია გააჩნია იყოს სატრანზიტო ქვეყანა. სატრანზიტო ქვეყნისთვის კი ნიშანდობლივია, რომ მას ჰქონდეს ლოგისტიკური სისტემები განვითარებული. აქ იგულისხმება საბაჟო პროცედურები, აქ იგულისხმება დიდი სატერმინალო ქსელების მოწყობა და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი უკან ჩამორჩენა", - აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი.
მისი თქმით, საქართველოს არ აქვს ლოგისტიკის სტრატეგია, განსხვავებით მაგალითად ყაზახეთისა, რომელსაც სურს 2020 წლისთვის „ლოგისტიკის ინდექსით“ 50 საუკეთესო სახელმწიფოს შორის მოხვდეს.
„ლოგისტიკური ინდექსის დაქვეითებას იწვევს ის, რომ საქართველოს მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე დაანონსდა, რომ იქნება ლოგისტიკური ცენტრების გახნის პროგრესი, არანაირი წინსვლა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ თბილისსა და ქუთაისში ლოგისტიკური ცენტრების მშენებლობაზე გამოცხადდა ტენდერი, მომზადდა ტექნიკურ - ეკონომიკური დასაბუთება, 15 იანვარს მოხდა შეჯამება კომპანიების, დღესდღეობით 8 თვეა გასული და არ არის გამოაშკარავებული ვინ მიიღებს მშენებლობაში მონაწილეობას. ლოგისტიკური ცენტრებში მოხდება ტვირთნაკადების გატარება, ნაკადების კონსოლიდაცია, დისტრიბუცია, მარკირება, დასაწყობება. ზუსტად ამ მიმართულებას აქცევს ყურადღებას მსოფლიო ბანკი, როცა „ლოგისტიკის“ ინდექსს აფასებს“, - აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი.