მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლოგისტიკური კომპანია "გებრუდერ ვაისის" შემოსავალი საქართველოში 107 მილიონ ლარს აჭარბებს

გებრუდერ ვაისი Gebruder Weiss

ლოგისტიკის ბაზრის ერთ-ერთმა მსხვილმა მოთამაშემ ავსტრიული Gebruder Weiss-ის ქართულმა შვილობილმა 2024 წლის ფინანსური შედეგები გაასაჯაროვა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს კომპანიის შემოსავალი 2 მილიონ ლარზე მეტად, 107.2 მილიონ ლარამდე გაიზარდა. ასევე გაუმჯობესდა კომპანიის მოგების მაჩვენებელიც 8.6 მილიონ ლარამდე (ზრდა 0.9 მლნ ლარი).

გებრუდერ ვაისი ავსტრიული ლოგისტიკური ჯგუფის შვილობილი კომპანიაა, რომელიც საქართველოში სატვირთო გადაზიდვებისა და სასაწყობე მომსახურების მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა. კომპანიის საქმიანობა მოიცავს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო გადაზიდვებს, მათ შორის - ევროკავშირის, თურქეთისა და სამხრეთ კავკასიის ბაზრებზე. კომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მსხვილ ლოგისტიკურ ტერმინალს ფლობს.

კომპანიის შემოსავლებიდან გასულ წელს 95.9 მილიონი ლარი საერთაშორისო გადაზიდვებს უკავშირდებოდა, 8.5 მილიონი ლარი ადგილობრივ სატრანსპორტო მომსახურებებს, 2.8 მილიონი ლარი კი სხვა ლოგისტიკურ სერვისებს.

ანგარიშის თანახმად, კომპანიის ხარჯები გასულ წელს ასე ნაწილდებოდა:

  • შესყიდული მომსახურებების ღირებულება - 83.6 მილიონი ლარი;
  • თანამშრომელთა ანაზღაურებები - 7.3 მილიონი ლარი
  • ცვეთა და ამორტიზაცია - 2.1 მილიონი ლარი
  • საწვავის ხარჯები - 802 ათასი ლარი
  • მმართველობითი ხარჯები - 2.6 მილიონი ლარი
  • სხვა საოპერაციო ხარჯები - 3.6 მილიონი ლარი

    2024 წელს Gebrüder Weiss-მა, თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრი მესამედ, 13 000 კვადრატული მეტრით გააფართოვა.

    გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

    მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები