მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Loialte Legal სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს გასცემს

Loialte Legal სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს გასცემს
19.12.25 13:38
334

Loialte Legal გახდა საქართველოში პირველი იურიდიული კომპანია, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის კურსს ფორმალური განათლების ფარგლებში განახორციელებს და სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს გასცემს.

დღესდღეობით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის კურსებს, არაფორმალური განათლების ფარგლებში, არაერთი იურიდიული თუ ფიზიკური პირი ახორციელებს. თუმცა, Loialte Legal-ის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის მოკლევადიანი პროფესიული გადამზადების პროგრამა მსმენელებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს - პროგრამის დასრულების შემდეგ მსმენელს გადაეცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები - სერტიფიკატი და სერტიფიკატის დანართი, ასევე პროგრამის სწავლის შედეგები ევროპული კვალიფიკაციების ჩარჩოს (European Qualifications Framework (EQF) მე-5 დონეს უთანაბრდება, რაც მსმენელს მიღებული განათლების საზღვარგარეთ აღიარების შესაძლებლობას აძლევს.

აღნიშნული DPO-ს პროფესიის დაუფლების სურვილის მქონე პირებისათვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.

პროგრამის უნიკალური არქიტექტურა სრულად პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებული - პრაქტიკული კომპონენტი ხორციელდება Loialte-ს პარტნიორ კომპანია DPT Consulting-ში, რომელიც მსმენელებს, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მენტორობით, მრავალფეროვან პრაქტიკულ სამუშაოებში ჩართავს და DPO-ს პროფესიაში შესვლისათვის აუცილებელი პრაქტიკული უნარების გამომუშავებას უზრუნველყოფს.

Loialte Legal არის აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანია Loialte-ს შვილობილი ბრენდი, რომელიც ბიზნესს კვალიფიციურ იურიდიულ მომსახურებას უწევს სამართლის სხვადასხვა მიმართულებით. Loialte Legal-ის ისტორია ითვლის 7 წელზე მეტს და 600+ დასრულებულ და მიმდინარე პროექტებს. Loialte Legal-ის მთავარი ხედვა არის მუდმივი განვითარება, და იურიდიულ სერვისებსა და განათლებაში მუდმივად სიახლეების დანერგვა. სწორედ Loialte Legal-ი იყო პირველი კომპანია, რომელმაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის გრძელვადიანი, პრაქტიკულ სწავლებაზე დაფუძნებული სასერტიფიკატო კურსი განახორციელა. დღემდე წარმატებით განხორციელდა 3 თვიანი (60 საათი) კურსის 7 ნაკადი. დაგროვებულმა გამოცდილებამ Loialte Legal-ი დაარწმუნა კურსის არქიტექტურის უნიკალურობასა და ბაზარზე DPO-ს პროფესიის მიმართ მაღალი მოთხოვნის არსებობაზე. სწორედ აღნიშნულმა განაპირობა სასერტიფიკატო კურსის ფორმალური განათლების ფარგლებში გადატანის სურვილი და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება.

DPO-ს მე-8 ნაკადზე მიღება უკვე დაიწყო დამატებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდით 558 972404 ან მოგვწერეთ [email protected] .

Loialte Legal აგრძელებს განვითარებას და მიზნად ისახავს იურიდიული სერვისებისა და განათლების კიდევ უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები