მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლოჯისტიკური ცენტრი უპირველესად დედაქალაქში არსებულ პრობლემებს გადაჭრის", - ივა ჭყონია

5e3fd5f4a7722
ვიქტორია მღებრიშვილი
09.02.20 19:00
2915

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედაქალაქთან ახლოს, სწრაფად აშენდეს ლოჯისტიკური ცენტრი, რომელიც ავტოსატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვას მოემსახურება", - ამის შესახებ BM.GE-ს საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ივა ჭყონიამ განუცხადა.

საქმე იმაშია, რომ გუშინ დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციამ, ლოჯისტიკური კომპანია "ბენე ექსკლუზივთან" ერთად, დისტრიბუციისა და ლოჯისტიკის მასშტაბური ღონისძიება - დისტრიბუცია და ლოჯისტიკა 2020 გამართა, სადაც GDBA-ს და ლოჯისტიკურ კომპანიებს "ბენე ჯგუფსა" და "კაიროს ლოჯისტიკსს" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც ივა ჭყონიამ აღნიშნა, გაფორმებული მემორანდუმი სამომავლოდ ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობის პროცესს შეუწყობს ხელს, რომელიც უპირველეს ყოვლისა, დედაქალაქში მოძრაობის განტვირთვას მოემსახურება. 

"ლოჯისტიკური ცენტრი იმას უზრუნველყოფს, რომ განიტვირთოს მოძრაობა დედაქალაქში და ვთქვათ, ერთი და იგივე ლოკაციაზე 30 ავტომობილის მაგივრად მივიდეს – 1, ეს რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი", - ამბობს GDBA-ის თავმჯდომარე.

მისივე თქმით, შემდგომში ლოჯისტიკური ცენტრის აშენებით, საქართველოს გაუჩნდება იმის რესურსი, რომ ქვეყანა რეგიონში ლოჯისტიკურ ჰაბად იქცეს, რისთვისაც აუცილებელია სახელმწიფოს ჩართულობა და მხარდაჭერა.

"საქართველოს ნამდვილად აქვს იმის პოტენციალი, რომ რეგიონში ჩამოყალიბდეს ლოჯისტიკური ჰაბი. ჩვენ მეზობელ ქვეყნებს უნდა დავანახოთ, რომ ამის რესურსი და პოტენციალი გვაქვს. კერძო სექტორმა უნდა ვიზრუნოთ ამაზე.
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა, იმ კუთხით, რომ ბიუროკრატიული პრობლემები, რომელთაც ხშირ შემთხვევაში თვეები სჭირდება, გადაიჭრას დღეებში, იმიტომ რომ ეს რეალურად შესაძლებელია.

იმდენად დიდი და მნიშვნელოვანი პროექტია ლოჯისტიკური ჰაბის შექმნა ჩვენს ქვეყანაში, იმდენად წინ წაგვწევს და იმდენად დიდ ინვესტიციას მოიზიდავს, რომ სახელმწფიოს ჩართულობა უნდა იყოს მაქსიმალური და მასშტაბური“, - განაცხადა ივა ჭყონიამ.

GDBA-ის თავმჯდომარის ინფორმაციით, კომპანიებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალიწინებს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციის მხრიდან სექტორში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას ლოჯისტიკური კომპანიებისთვის, ხოლო თავისი მხრივ „ბენე ჯგუფის“ მხრიდან ამ პრობლემის გადაჭრის გზების გაცნობას.

რაც შეეხება ლოჯისტიკური ცენტრის მშენებლობის ვადებს ივა ჭყონია ამბობს: „2020 წელი მემორანდუმის ფარგლებში მიეძღვნება ძალიან აქტიურ მუშაობას, რათა 2021 წელს უკვე გარკვეულ ფაზაში შევიდეს და დაიწყოს ლოჯისტიკური ცენტის სამშენებლო პროცესი“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები