21-22 ოქტომბერს „ლოკო პარკის“ საცხოვრებელი ზონის არქიტექტურული კონცეფციების დახურული საერთაშორისო კონკურსის ფინალური ეტაპი გაიმართა. ხუთი ქართული და იტალიური კომპანიის ნამუშევრები საერთაშორისო ჟიურიმ შეაფასა და გამარჯვებული პროექტიც გამოვლინდა. ცნობილი იტალიელი არქიტექტორის, სტეაფნო ბოერის არქიტექტურული სტუდია, რომლის პროექტიც ფასადებს მიღმა, მთელი ამ სივრცის მომავლის გააზრებას გულისხმობს. კონკურსი „ლოკო პარკის“ გენერალურ გეგმას ეფუძნებოდა, რომელიც 2025 წელს ნიდერლანდურმა კომპანია MLA+-მა შეიმუშავა და რომელიც ტერიტორიის განვითარების ერთიან ხედვას განსაზღვრავს. ჟიურიმ გამარჯვებული სწორედ ამ გეგმის მიხედვით შეარჩია. როგორ გამოიყურება ლოკო პარკისა და გამარჯვებული პროექტის კონცეფცია?






























