ქართული ლოკოკინას ექსპორტი თითქმის 70-ჯერ გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოდან 481.6 ათასი აშშ დოლარის 115.5 ტონა ლოკოკინა გავიდა ექსპორტზე, 2023 წლის საანგარიშო პერიოდში კი, მხოლოდ 7 ათასი აშშ დოლარის 1.2 ტონა.
წელს, საექსპორტო ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია:
- საფრანგეთი - 376.3 ათასი აშშ დოლარის 39.6 ტონა;
- იტალია - 89.9 ათასი აშშ დოლარის 72 ტონა;
- თურქეთი - 15.3 ათასი აშშ დოლარის 3.8 ტონა.
გასული წელის იგივე პერიოდში კი, ქართული ლოკოკინა მხოლოდ იტალიაში გაიყიდა.