საქართველოს საქმიანი ვიზიტით ლოკოკინების იტალიელ ფერმერთა კონფედერაციის საპატიო პრეზიდენტი ჯოვანი ავანინა ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ქართულ ჯგუფთან - ლოკოკინების იტალიელ ფერმერთა კონფედერაციამ კავკასიაში ექსკლუზიური ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც მიზნად ისახავს ლოკოკინის ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს აშენებას საქართველოში და რეგიონში რაც შეიძლება ბევრი ლოკოკინის ფერმის აშენებას. ავანინამ პირველმა შექმნა ლოკოკინების ფერმაში გაზრდის მეთოდი რომელიც დღეს მსოფლიოში ცნობილია როგორც იტალიური მეთოდი. კვლევებით დასტურდება, რომ ლოკოკინის ხორცზე და ლორწოზე მსოფლიოში ძალიან დიდი მოთხოვნაა. ყველაზე დიდი იმპორტიორები არიან - საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, ჩინეთი, იაპონია და ა.შ. უჯოვანი ავანინას თქმით, საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი მისი კლიმატური მდებარეობის და იაფი მუშა ხელის გამო, რომ გახდეს მსოფლიოს ერთერთი ლიდერი ქვეყანა ლოკოკინის ექსპორტის მიმართულებით.
ჯოვანი ავანინა - ლოკოკინების იტალიელ ფერმერთა კონფედერაცია, საპატიო პრეზიდენტი