მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ლოლაძეების ფერმა" შავი სიმინდის წარმოებას გეგმავს

5e241b243433c
ანი ციხისთავი
19.01.20 13:00
2368
“ლოლაძეების ფერმა” 2020 წელს შავი სიმინდისა და პეპინოს წარმოებას გეგმავს. ამის შესახებ Bm.ge-თან “ლოლაძეების ფერმის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლაშა ლოლაძემ ისაუბრა.

“შავი სიმინდის სასინჯი რამდენიმე ძირი შარშან უკვე ვაწარმოეთ. გვაინტერესებდა რამდენად შეეგუებოდა გარემო პირობებს. წელს უკვე ნახევარი ტონის წარმოებას ვგეგმავთ.

რაც შეეხება პეპინოს, ის ნესვისა და ბადრიჯნის ნაზავს წააგავს. ცოტა პრობლემურია, არც სიცხე უყვარს, არც - სიცივე, არც - სიბნელე. ამიტომ წელს სულ რამენიმე ძირის მოყვანას ვგეგმავთ, რომ დავაკვირდეთ, რამდენად შეეგუება გარემოს”- აღნიშნა ლაშა ლოლაძემ.

“ლოლაძეების ფერმა” ოკრას რაოდენობის გაზრდასაც აპირებს. “შარშან პირველად ვაწარმოეთ და 50 ძირი გვქონდა, ახლა ასობით ძირის წარმოებას ვგეგმავთ”,- აცხადებს ლოლაძე.

“ეს პროდუქტები იმპორტირებული არსებობდა ანუ ხალხმა იცოდა მათ შესახებ და ახლა უბრალოდ ქართულმა წარმოებამ ჩაანაცვლა. თუმცა გვქონდა კალაბაშიც, რომელიც საქართველოში აქამდე იმპორტირებულიც არ იყო, ამიტომ ბაზარზე თავის დამკვიდრება გაუჭირდა”,- აღნიშნა “ლოლაძეების ფერმის” დამფუძნებელმა.

“ლოლაძეების ფერმა” წარმოებულ ეგზოტიკურ ხილსა და ბოსტნეულს “აგროჰაბისა” და “გუდვილის” მაღაზიათა ქსელებში ყიდის.

“საჭირო ნედლეული იმპორტირებულია და რადგან მაღალი ხარისხისაა, ძვირი ჯდება, პროდუქტის ფასი მაღალია. სხვა ქსელებში პროდუქტის შეტანა გვიჭირს, რადგან ისინი ფასის დაბალ სეგმენტზეა გათვლილი. “კარფურიც” კი თავს არიდებს ამ ფასის პროდუქტს...საქართველო მაინც მცირე მასშტაბია, საბოლოოდ ექსპორტს ვგეგმავთ, თუმცა კონკრეტული გეგმები ამ ეტაპზე ჯერ არ გვაქვს”,- აცხადებს ლოლაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები