"ლოლაძეების საოჯახო მეღვინეობის" დამფუძნებელი, ერეკლე ლოლაძე ძმასთან ერთად 30 ნოემბრის ღამეს, პროევროპულ საპროტესტო აქციაზე სასტიკი ძალადობის მსხვერპლი გახდა. ის აღნიშნავს, რომ ეს კადრები ტელეეთერებშიც იყო.
"ვერცერთი ჭრილობა და მოტეხილობა ვერ იქნება იმაზე დიდი ტკივილი ვიდრე თავისუფლების დაკარგვა!ყველაფერი ადვილი აღსადგენია, ბიზნესიც, სამსახურიც და ჯანმრთელობაც, მაგრამ ქვეყნის რუსეთზე გადაბარება ბევრად ძვირი დაგვიჯდება, ამიტომ გარეთ! ყველაზე მხდალი ხალხია ჩვენს წინააღმდეგ, მოპარვით, ნიღბებით სულ ცოტა 50 კაცმა გვცემა მე და ჩემი ძმა, დაბლა დაყრილზე ფეხებით გვივლიდნენ. ორივე ყბა მომტეხეს, ჩემი ძმა წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაჰყავთ. ბრძოლას ვაგრძელებთ! დიდება საქართველოს! თავისუფლება ჩვენია!" - წერდა 30 ნოემბრის დილის საათებში საავადმყოფოში გადაყვანილი ლოლაძე. ძალადობის შედეგად მას ყბის ორივე ძვალი ჩაუმტვრიეს. საავადმყოფოში ერეკლე ლოლაძეს ჩაუტარდა ოპერაცია.
სტუმარი: ერეკლე ლოლაძე - Mouth Melters-ის თანადამფუძნებელი და "ლოლაძეების საოჯახო მეღვინეობის" დამფუძნებელი;