მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ლომბარდების საქმიანობა კრიმინალის წამახალისებელი წყარო გახდა"

5b0d33a9315dd
თამუნა დემეტრაშვილი
29.05.18 15:01
763
ფინანთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ ლომბარდების საქმიანობა კრიმინალის წამახალისებელი წყარო გახდა.

"სამწუხაროდ, ლომბარდებში გამჭვირვალობის ხარისხი არის ძალიან დაბალი, ამასთან ერთად ხშირ შემთხვევაში ლომბარდების საქმიანობა გახდა კრიმინალის წამახალისებელი წყარო, ვინაიდან სხვადასხვა მოპარული ნივთი ხშირად აღმოჩენილა ლომბარდებში“,-განაცხადა ბახტაძემ.

მისი თქმით, იმ ლომბარდებს, ვისაც ამ ბიზნესში დარჩენა სურთ, უნდა გაიზიარონ სამართლიანი თამაშის წესები, რისთვისაც გონივრული ვადა მიეცემათ.

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, შეიქმნება ერთიანი ელექტრონული პლატფორმა, სადაც ყველა ლომბარდს მოუწევს აღრიცხოს დალომბარდებული ნივთები.

"ჩვენ გვექნება ტრანსპარენტულობის ძალიან მაღალი ხარისხი და გამოვრიცხავთ იმას, რომ ეს იყოს კრიმინალის წამახალისებელი წყარო, გამოვრიცხავთ, რომ მოპარული ნივთების დალომბარდება ხდებოდეს“-აღნიშნა ბახტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები