მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლომბარდებს დაგირავებული ქონების გადაგირავება აეკრძალათ

5e3ab7edaf15c
შოთა ტყეშელაშვილი
06.02.20 09:45
1794
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება №91/04-ით, ლომბარდებს მათი მომხმარებლების მიერ დაგირავებული ქონების (საყოფაცხოვრებო ტექნიკა თუ ძვირფასი ნაკეთობები) გადაგირავება აეკრძალათ. ცვლილება 2020 წლის თებერვლიდან ამოქმედდა. 

აპრობირებული პრაქტიკით, ლომბარდები მათში დაგირავებულ ქონებას იყენებდნენ იმ სესხების უზრუნველყოფად, რომელსაც ისინი კომერციული ბანკებიდან იღებდნენ. განახლებული წესით, ლომბარდებს კომერციული ბანკებიდან სესხის მისაღებად ახლა განსხვავებული პროცედურების გავლა ესაჭიროებათ. 

BMG-ისთან საუბარში საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ აღნიშნულ ცვლილებას საბანკო სექტორზე არ ექნება მნიშვნელოვანი გავლენა. 

"ლომბარდები დაგირავებულ ქონებას აღარ გადააგირავებენ. დღეის მდგომარეობით, ქონების გადაგირავება აიკრძალა და თუ ბანკს უნდა, რომ ლომბარდს მისცეს სესხი უნდა დაიგირავოს სესხი, როგორც ფინანსური გირაო და მხოლოდ და მხოლოდ ამ შემთხვევაში მისცეს სესხი. ვეღარ დაიგირავებს ამა თუ იმ საფინანსო ინსტიტუტში დაგირავებულ ქონებას.

პირველ თებერვლამდე იყო მისი ამოქმედების ვადა გადაწეული. წესით და რიგით ეს უნდა შესულიყო ძალაში შარშან ივლისში, მაგრამ იმის გამო, რომ სალომბარდო ბაზრისთვის პრინციპული ცვლილება იყო, ლომბარდების მოთხოვნით ვადა გადაიდო, რათა უფრო მომზადებულები ყოფილიყვნენ ისინი.

რეალურად, საბანკო სისტემისთვის ეს არ არის კარდინალური ცვლილება, რომელიც პრობლემას შექმნის", - ამბობს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე. 

ცნობისთვის: თავდაპირველად ამ ცვლილების ამოქმედება 2019 წლის პირველი ივლისიდან იგეგმებოდა, თუმცა საბოლოოდ ამოქმედება 2020 წლამდე გადაიდო. 

"კომერციულ ბანკს ეკრძალება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირისთვის გაცემული სესხის უზრუნველყოფის საგნად გამოიყენოს ქონება, რომელიც ამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, სესხის გამცემი სუბიექტისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება – საკრედიტო კავშირის მიერ მიღებულია გაცემული სესხის უზრუნველსაყოფადპრეზიდენტი," - ნათქვამია სებ-ის პრეზიდენტის ბრძანებაში. 




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები