მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ლომთაძის ოჯახის ღვინო”: “ინტერესი ჩვენი ღვინის მიმართ გაზრდილია, წარმოებაც გავზარდეთ"

635e81282caaa
ლიკა გურაბანიძე
31.10.22 09:45
631
რაჭულმა ღვინის კომპანია “ლომთაძის ოჯახის ღვინომ” წარმოება გასულ წელთან შედარებით 20%-ით გაზარდა, რაც ექსპორტზეც დადებითად აისახა. როგორც bm.ge-ს მისმა თანადამფუძნებელმა სოფიო სამთელაძემ განუცხადა, მიმდინარე წლის რთველით კმაყოფილები არიან.

“ინტერესი ჩვენი ღვინის მიმართ გაზრდილია. ჩვენი სურვილი იყო, რომ წარმოება გაგვეზარდა და ეს მოვახერხეთ კიდეც. ადგილობრივი ბაზრის გარდა, გავზარდეთ ექსპორტიც. 2020 წელთან შედარებით, წელს ექსპორტის მაჩვენებლებს 30%-ით გავზრდით", - განმარტა სამთელაძემ.

რაც შეეხება კომპანიის საფასო პოლიტიკას, მისი თანადამფუძნებლის თქმით, ფასების კორექტირება მცირედით მოუწევთ, თუმცა რამდენით ეს ჯერ არ იციან.

“ფასების მატება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული - ღვინის გადამუშავებისთვის და მისი წარმოებისთვის საჭირო დანახარჯებზე, ასევე იმპორტირებული შესაფუთი მასალების ღირებულებაზე, რომელიც 20%-ით გაგვეზარდა”, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გადამუშავებულია 1570 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენი. ღვინის საწარმოებს ყურძენი 1300-მდე მევენახემ ჩააბარა; ხოლო მიღებულმა შემოსავალმა 11 მლნ ლარს მიაღწია. მიმდინარე წელს, რაჭაში ჯამში რეგისტრირებული 60-ზე მეტი კერძო კომპანია იყო. რთველის პროცესში კერძო საწარმოების აქტიური ჩართულობისა და სტიმულირების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდირების პროგრამა რაჭის რეგიონშიც განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები