საპროკურორო საბჭომ, საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ ფარული კენჭისყრით პროკურორი ლონდა ბიჭიკაშვილი აირჩია.
საბჭს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდა ბიჭიკაშვილს საბჭოს სხდომის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი და მან საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ორი წლის ვადით დაიკავა. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას ამ დრომდე შოთა ტყეშელაშვილი იკავებდა.
ტყეშელაშვილი პოსტს 2023 წლის 1 იანვრიდან იკავებდა.
ლონდა ბიჭიკაშვილი პროკურატურაში მუშაობს 2006 წლიდან, სტაჟირების პროგრამის გავლის შემდეგ დაინიშნა გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორის თანამდებობაზე, 2009 წლიდან კი მუშაობა განაგრძო გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში პროკურორის, შემდეგ ამავე დეპარტამენტში სამმართველოს უფროსის, 2020 წლიდან კი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე. საქართველოს კონსტიტუციის და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, საპროკურორო საბჭოს ხელმძღვანელობს და მის სხდომებს წარმართავს საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარე, რომელსაც ორი წლის ვადით, საბჭოს წევრთაგან ფარული კენჭისყრით ირჩევს საპროკურორო საბჭო, სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით.