საკონსულტაციო კომპანიამ A.T. Kearney გავლენიანი და გლობალური ქალაქების ინდექსი გამოაქვეყნა, რომელმაც სულ 125 მეგაპოლისი მოიცვა. კვლევისას ისეთი კრიტერიუმები იქნა გამოყენებული, როგორიცაა ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული და ინფრასტრუქტურული მახასიათებლები.
რეიტინგის შესაქმნელად, კომპანიის ანალიტიკოსებმა აღნიშნული ქალაქები ჯამში 27 კრიტერიუმით შეაფასეს: ბიზნეს-კლიმატი, ადამიანური რესურსები (განათლების დონე), ინფორმაციის გაცვლა (ინტერნეტთან და მედიასთან ხელმისაწვდომობა), კულტურის განვითარება და მოქალაქეთა ჩართულობა პოლიტიკურ საქმიანობაში.
მსოფლიოს ყველაზე გლობალური ქალაქების ათეული კი შემდეგია:
1. ლონდონი
2. ნიუ-იორკი
3. პარიზი
4. ტოკიო
5. ჰონგ-კონგი
6. ლოს-ანჯელესი
7. ჩიკაგო
8. სინგაპური
9. პეკინი
10. ვაშინგტონი
ოცეულში მოხვდნენ სეული, ბრიუსელი, მადრიდი, სიდნეი, მელბურნი, ბერლინი და ტორონტო.

























