მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონის 50-მდე ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს საიმიჯო ვიზუალები განთავსდა - GNTA

ლონდონი
05.08.26 19:20
209

ავიაკომპანია easyJet-თან მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, 3 თვის განმავლობაში, ლონდონის 50-მდე ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს საიმიჯო ვიზუალები განთავსდა. ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ GNTA დიდ ბრიტანეთში წამყვან ავიაკომპანიებთან ერთად კამპანიებს აგრძელებს.

"ციფრული ბანერები ბრიტანელ მოგზაურებს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გააცნობს.

კამპანიის მიზანია დიდ ბრიტანეთში საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ტურისტული ნაკადების გაზრდა", - აღნიშნავენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები