ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის ბირჟაზე შემცირდა. ინფორმაციას საინვესტიციო ბანკი Galt&Taggart ავრცელებს.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 13.53 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.24% წინა კვირასთან შედარებით და -20.12% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 363 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 13.03 – 14.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 68 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.75 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -0.92% წინა კვირასთან შედარებით და -13.65% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 127 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 10.52 – 11.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 46 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 14.68 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-1.87% წინა კვირასთან შედარებით და -11.88% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 70 ათასს გადააჭარბა, GBP 13.88 – 15.32 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 21 ათასი აქცია შეადგინა.
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 2.2 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-4.56% წინა კვირასთან შედარებით და - 8.33% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 155 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 2.20 – 2.34 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 24 ათასი აქცია შეადგინა.