ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:
"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება 2.66%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 21.25 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამ მატებით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 28 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 1,045 მილიონს შეადგენს. ბოლო სამ თვეში საქართველოს ბანკის აქციების მატება 31%-ია. გასულ კვირაში საქართველოს ბანკის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 367,625 აქცია იყო.
TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 8.4%-ით გაიზარდა, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 18.82 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამ მატებით 83 მილიონით გაიზარდა და ამჟამად 1,038 მილიონს შეადგენს. ბოლო სამ თვეში "თიბისის" აქციების ფასი 31.6%-ით გაიზარდა. გასულ კვირაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 235,937 აქცია იყო.
"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულების მატებამ 0.58% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 6.88 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის ზრდის შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია წინა კვირასთან შედარებით 2 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 320.62 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო სამ თვეში კომპანიის აქციის ფასი 3%-ით გაიზარდა. გასულ კვირაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 334,684 აქცია იყო.
წყარო - Galt & Taggart



























