მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლონდონის ცათამბრჯენზე გამჭვირვალე საცურაო აუზს ააშენებენ

5cf8c08437d9e
მიხეილ ხაჩიძე
06.06.19 23:10
1418
დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში, 55–სართულიან ცათამბრჯენზე, მსოფლიოში პირველი გამჭვირვალე საცურაო აუზი აშენდება.

200 მეტრი სიმაღლეზე აუზს კომპანია Compass Pool-ს გააკეთებს. როგორც ცნობილია, აუზში 600 000 ლიტრი წყლი ჩაისხმება და მას ფსკერი და გვერდითა ნაწილები გამჭვირვალე ექნება.

ადამიანებს, რომლებიც ცათამბრჯენის აუზში იცურავებენ, ქალაქის უალამაზესი ხედებით დატკობის საშუალებაც ეძლევათ.

როგორც ვარაუდობენ, საცურაო აუზი ლონდონში ჩასული, ადრენალინის მოყვარული ტურისტებისთვის ტრენდულ ატრაქციონად გადაიქცევა.

 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები