ლონდონის ჰითროუს აეროპორტის 25%-იანი წილი იყიდება, ამის შესახებ გადაწყვეტილება ჰოლდინგურმა კომპანია Ferrovial-მა მიიღო, რომელიც ჰითროუს ბიზნესიდან გასვლას და საინვესტიციო პორტფელის რეორგანიზებას გეგმავს.
25%-იანი წილის სანაცვლოდ კომპანია დაახლოებით 3 მილიარდ დოლარს ითხოვს და დაინტერესებული მყიდველები უკვე ჩანან, მათ შორის ერთ-ერთია საუდის არაბეთის სუვერენული ფონდი, რომელსაც ჰითროუს 10%-იანი წილის შეძენა სურს; დარჩენილი 15%-ის გამოსყიდვით კი დაინტერესებული Ardian-ია, რომელიც ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგია.
Ferrovial-ის განცხადებით, 17-წლიანი მფლობელობის პერიოდში, ჰოლდინგმა უაღრესად პოზიტიური გავლენა მოახდინა აეროპორტის განვითარებაზე, მის მოდერნიზებაზე, ახალი ტერმინალის მოწყობაზე და ბიზნესის გაუმჯობესებაზე, თუმცა ახლა უკვე ინვესტორები მიიჩნევენ, რომ მათი ფოკუსი სხვა ინდუსტრიებზე უნდა იყო მიმართული და ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი აეროპორტი უნდა გასხვისდეს.