მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული ბანკების აქციების ფასი გაიზარდა

618ea7d3dfab4
BM.GE
12.11.21 23:00
635
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 0.76%-ით გაიზარდა, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 16.00 გირვანქა სტერლინგი ღირს. ამ მატებით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 7 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 882.49 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 116,163 აქცია იყო. 

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება 2.43%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ფასი 16.00 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ამ მატებით კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 19 მილიონი ფუნტით გაიზარდა და ის ამჟამად 786.71 მილიონს შეადგენს. გასულ კვირაში საქართველოს ბანკის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 104,567 აქცია იყო. 

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულების მატებამ 3.99% შეადგინა, შედეგად ერთი აქციის ფასი 6.26 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის ზრდის შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია წინა კვირასთან შედარებით 12 მილიონი ფუნტით შემცირდა და ის ამჟამად 295.88 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასულ კვირაში “საქართველოს კაპიტალის” აქციებით ვაჭრობის მოცულობა 86,112 აქცია იყო.

წყარო - Galt & Taggart

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები