მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა

6379f68be99f0
BM.GE
20.11.22 13:36
608
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ღირებულება 3.89%-ით გაიზარდა
 და ამჟამად ერთი აქციის ფასი 25.35 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.24 მილიარდ სტერლინგს შეადგენს. ბოლო სამ თვეში "საქართველოს ბანკის" აქციების მატება 46%-ია, ერთთვიან ჭრილში ზრდის მაჩვენებელი კი 25%-ს აღწევს.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 0.46%-ით გაიზარდა, შედეგად, ბანკის ერთი აქცია 21.80 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ ამ მატების შედეგად 1.2 მილიაედ გირვანქა სტერლინგს მიაღწია. ბოლო სამ თვეში "თიბისის" აქციების ფასი 41%-ით გაიზარდა, ერთთვიან ჭრილში ზრდა კი 22%-ს აღწევს.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულების 3.33%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 7.45 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის კლების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 347 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო სამ თვეში კომპანიის აქციების ფასი 13%-ით გაიზარდა, ერთ თვეში ზრდის მაჩვენებელი კი 19%-ს შეადგენს.

წყარო - Galt & Taggart

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები