მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა

63cb826ecdcec
შოთა ტყეშელაშვილი
21.01.23 10:09
1463
სტატიაში საუბარია:
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 1.32%-ით გაიზარდა
 და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 26.95 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.32 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო სამ თვეში "საქართველოს ბანკის" აქციების მატება 34%-ია, ერთთვიან ჭრილში ზრდის მაჩვენებელი კი 5.6%-ს შეადგენს.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 3.64-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 22.80 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.25 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო სამ თვეში "თიბისის" აქციების ფასი 26.7%-ით გაიზარდა, ერთთვიან ჭრილში კი კომპანიის კაპიტალიზაცია 3.9%-ითაა გაზრდილი.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 2.04%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 7.50 გირვანქა სტერლინგი გახდა. აქციების ფასის ზრდის შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 349.51 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო სამ თვეში კომპანიის აქციების ფასი 22%-ითაა გაზრდილი, ერთ თვიან ჭრილში კი 1.5%-იანი შემცირებაა.

წყარო - Galt & Taggart

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები