მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა

6429469cf18d3
შოთა ტყეშელაშვილი
02.04.23 13:05
774
სტატიაში საუბარია:
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 27.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +8.70% წინა კვირასთან შედარებით და -1.43% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 442 ათას აქციაზე მეტი შეადგინა. ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.35 მილიარდი ბრიტანული გირვანქა სტერლინგია.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 22.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +3.70% წინა კვირასთან შედარებით და -9.68% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 234 ათას აქციაზე მეტი შეადგინა. ბანკის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.23 მილიარდი ბრიტანული ფუნტი სტერლინგია.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 7.85 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.95% წინა კვირასთან შედარებით და -3.92% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 191 ათას აქციაზე მეტი შეადგინა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 365 მილიონი გირვანქა სტერლინგია.

წყარო: Galt & Taggart

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები