გასულ კვირას, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი შემცირდა. G&T-ის ინფორმაციით, BGEO ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 34.64 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -4.31% წინა კვირასთან შედარებით და -0.40% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 336 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 34.32 – 36.40 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 66 ათასი აქცია შეადგინა. FTSE 250 ინდექსი, რომელშიც BGEO შედის, წინა კვირასთან მოიმატა 1.55%-ით ხოლო წინა თვესთან დაიკლო 0.15%-ით. ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.85% შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 17.88 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-5.70% წინა კვირასთან შედარებით და -2.83% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 183 ათასს გადააჭარბა, GBP 17.64 – 18.96 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 54 ათასი აქცია შეადგინა.
საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 2.97 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-2.62% წინა კვირასთან შედარებით და -7.19% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 16 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 2.97 – 3.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 5 ათასი აქცია შეადგინა. მოცემულ კვირაში ნავაჭრი აქციების მოცულობამ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის 0.01% შეადგინა.

























