მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი შემცირდა

5b8d29123a767
BM.GE
03.09.18 16:27
1173
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი შემცირდა, გამონაკლისი მხოლოს „საქართველოს კაპიტალია“, რომლის აქციების განთავსებაც ბირჟაზე მაისში მოხდა.

საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ინფორმაციით:

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 16.53 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.19% წინა კვირასთან შედარებით და -5.81% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 202 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 16.43 – 17.25 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 51 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 10.32 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), +1.16% წინა კვირასთან შედარებით და +3.73% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 307 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.71 – 10.20 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 63 ათასი აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 16.00 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-2.79% წინა კვირასთან შედარებით და -8.36% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 112 ათასს გადააჭარბა, GBP 15.70 – 16.68 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 20 ათასი აქცია შეადგინა.

საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის (GHG LN) აქციები დაიხურა 2.30 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (-7.63% წინა კვირასთან შედარებით და - 13.53% წინა თვესთან შედარებით). ვაჭრობის მოცულობამ 174 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 2.30 – 2.54 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 21 ათასი აქცია შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები