ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირას საქართველოს ბანკის 222 ათასზე მეტი აქცია გასხვისდა 3.59 მილიონ ფუნტად, Georgia Capital-ის ყველაზე მეტი 432 ათასი აქცია 4.1 მილიონად, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" 81 ათასზე მეტი, "თიბისი ბანკის"- კი 141,269 ფასიანი ქაღალდი 2.1 მილიონ ფუნტად.
რაც შეეხება ქართული კომპანიების ღირებულებას ლონდონში, "საქართველოს ბანკის" საბაზრო კაპიტალიზაცია 800 მილიონ ფუნტს ჩამოსცდა და 788 მილიონია, "თიბისი ბანკი" 867 მილიონადაა შეფასებული და მისი ფასიც ასევე შემცირებულია 1 კვირის განმავლობაში.
"Georgia Capital" 358 მილიონი ღირს, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი კი 343 მილიონი.

























