მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC-ის აქციები 5.38%-ით შემცირდა

5c36501650d49
BM.GE
09.01.19 23:46
2368
დღეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC ბანკის ჯგუფის აქციების ღირებულება 5.38%-ით დაეცა. LSE-ზე ვაჭრობის გახსნისას TBC-ის ერთი აქცია 15,00 გირვანქა სტერლინგი ღირდა, ახლა კი, ერთი აქციის ღირებულება 14,08-ს შეადგენს.

ამ შემცირების შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $43 მილიონით, $763.7 მილიონამდე შემცირდა.

2018 წლის დეკემბრის პირველ ნახევარში TBC-ის აქციების ღირებულება მცირდებოდა. პირველ დეკემბერს არსებული 14,94 გირვანქა სტერლინგიდან 24 დეკემბერს აქციების ღირებულება 13,50-მდე შემცირდა, რის შემდეგაც აქციების ღირებულება მკვეთრად - 15,22-მდე გაიზარდა. იანვარი კი, აქციების ღირებულების შემცირებით დაიწყო.

LSE-ს მონაცემებით, იანვარში ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობა 38 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენდა.

თიბისი ბანკის აქტივების მოცულობა 13 მილიარდ ლარს შეადგენს, ბანკს გასული წლის განმავლობაში 362.8 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა.

TBC-ის უმსხვილეს აქციონერებს შორის არიან ისეთი ინვესტორები, როგორიცაა EBRD - 8.17%-ით და JPMorgan Asset Management-ი 8.43%-ით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები