2019 წლის 10 იანვარს ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC ბანკის ჯგუფის აქციების ღირებულება გაიზარდა. გუშინ TBC-ის ერთი აქციის ღირებულება 5.5%-ით, 15 გირვანქა სტერლინგიდან 13.86-მდე შემცირდა. დღეს კი აქციების ღირებულება 13.86-დან 14.18-მდე გაიზარდა.
გუშინდელი ვარდნის შედეგად, TBC ბანკის ჯგუფის საბაზრო კაპიტალიზაცია $43 მილიონით, $763.7 მილიონამდე შემცირდა.

























