მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა TBC-ის აქციების ღირებულების შემცირებით დაიწყო

5c35b9fcbfa35
BM.GE
09.01.19 13:03
2281
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ამ დროისთვის TBC ბანკის ჯგუფის აქციების ღირებულება 14,80 გირვანქა სტერლინგს შეადგენს, რაც ვაჭრობის დასაწყისში არსებულ 15,00-თან შედარებით, 0.1%-ით ნაკლებია.

ამ დროისთვის “თიბისი ბანკის ჯგუფის” საბაზრო კაპიტალიზაცია (ყველა აქციის ჯამური ღირებულება) ამჟამად $807.1 მილიონს შეადგენს.

2018 წლის დეკემბრის პირველ ნახევარში TBC-ის აქციების ღირებულება მცირდებოდა. პირველ დეკემბერს არსებული 14,94 გირვანქა სტერლინგიდან 24 დეკემბერს აქციების ღირებულება 13,50-მდე შემცირდა, რის შემდეგაც აქციების ღირებულება მკვეთრად - 15,22-მდე გაიზარდა. იანვარში აქციების ღირებულება შედარებით შემცირდა.

LSE-ს მონაცემებით, იანვარში ყოველდღიური ვაჭრობის მოცულობა 38 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენდა.

თიბისი ბანკის აქტივების მოცულობა 13 მილიარდ ლარს შეადგენს, ბანკს გასული წლის განმავლობაში 362.8 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები