მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლონდონის საფონდო ბირჟის კვირის მიმოხილვა

5d20e445c3845
ლევან თაღიაშვილი
06.07.19 22:20
977
ლონდონის საფონდო ბირჟაზე სადაც 4 ქართული კომპანიაა დალისტული "საქართველოს ბანკის" 318,185 აქცია გასხვისდა 4.7 მილიონ ფუნტად, "Georgia Capital"-ის 304 ათასი ფასიანი ქაღალდი გაიყიდა 3.2 მილიონად, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" 53 ათასი ცალი აქცია 124 ათას ფუნტად, "თიბისი ბანკის" კი 85 ათასი 1.3 მილიონად.

რაც შეეხება კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციას, ორი კვირაა ძირითადად კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაცია იკლებს. "თიბისი ბანკის" ღირებულება 1 კვირის განმავლობაში Galt & Taggart-ის მიხედვით, 65 მილიონითაა შემცირებული და 836 მილიონი ფუნტი ღირს, Georgia Capital-ის ღირებულებამ 20 მილიონით დაიკლო, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" კი 16 მილიონით. მხოლოდ "საქართველოს ბანკის" საბაზრო კაპიტალიზაციაა მომატებული 18 მილიონით და მისი ღირებულება 754 მილიონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები