გასულ კვირაში ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა.
საქართველოს ბანკის ჯგუფის აქციები დაიხურა 46.5 ფუნტ სტერლინგში, რაც 1%-იანი ზრდაა წინა კვირასთან შედარებით, თუმცა 0.3%-ით კლება თვიურ ჭრილში.
რაც შეეხება თიბისი ბანკის ჯგუფს, აქციები დაიხურა 31.1 ფუნტ სტერლინგში, თითქმის 2%-იანი მატებაა როგორც წინა კვირის მაჩვენებელთან, ასევე თვიურ ჭრილში.
მესამე ქართული კომპანიის აქციების ფასიც გაზრდილია. Georgia Capital-ის აქციები დაიხურა 12.42 ფუნტ სტერლინგში, წინა კვირასთან შედარებით აქციების ფასი 6%-ით, ხოლო თვიურ ჭრილში 6.5%-ით არის გაზრდილი. აქციების ფასები მოცემულია 3 იანვარს (კვირის ბოლო დღეს) გამართული ვაჭრობის შედეგებით.