მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა

64c4b88f0b7ba
შოთა ტყეშელაშვილი
18.08.23 22:21
855
სტატიაში საუბარია:

ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველო სულ სამი კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” მეშვეობით არის წარმოდგენილი. გასული კვირის განმავლობაში მათი აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 6.25%-ით გაიზარდა
და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 34.00  გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.67 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო ექვს თვეში "საქართველოს ბანკის" აქციების მატება 29%-ია.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 3.68%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 28.15  გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.55 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში "თიბისის" აქციების ფასი 29.7%-ითაა გაზრდილი.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 3.26%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 9.50  გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 442 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო ექვს თვეში კომპანიის აქციების ფასი 25.3%-ითაა გაზრდილი.

წყარო - Galt & Taggart

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები