მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი გაიზარდა - გასული კვირის შედეგები

ლონდონის საფონდო ბირჟა

საქართველოს ეკონომიკა ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი კომპანიის მეშვეობით არის წარმოდგენილი.

გასულ კვირაში აქციების ფასის ცვლილება ასეთი იყო:

"საქართველოს ბანკის" (BGEO) აქციების ფასი 3.35%-ით გაიზარდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 41.70 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.05 მილიარდ სტერლინგს აღწევს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 21.93%-ით გაიზარდა.

TBC PLC-ის აქციების ღირებულება ერთკვირიან ჭრილში 7.20%-ით გაიზარდა. ბანკის ერთი აქცია 27.55 გირვანქა სტერლინგი ღირს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.51 მილიარდ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 0.36%-ით გაიზარდა.

"საქართველოს კაპიტალის” (CGEO) აქციების ღირებულება 7.14%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ფასი 10.50 გირვანქა სტერლინგი გახდა. შედეგად, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 489 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. ბოლო 6 თვეში კომპანიის აქციები 2.94%-ით გაიზარდა.

წყარო: Galt & Taggart

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები