მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლონდონის საიუველირო მაღაზიიდან $2.3 მილიონის ძვირფასეულობა გაიტანეს

59a274fbef005
BM.GE
27.08.17 14:30
1886
დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში საიუველირო მაღაზია გაძარცვეს. მძარცველებმა შენობის კედელი გამოთხარეს და მაღაზიაში ასე შეაღწიეს, საიდანაც 2.3 მილიონი აშშ დოლარის ძვირფასეულობა წაიღეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ლონდონის პოლიციის მითითებით The Guardian ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც წერს, რომ მძარცველებმა მაღაზია დილით ადრე გაძარცვეს, მათ მაღაზიის კედელზე ხვრელი გააკეთეს და ასე შეაღწიეს შიგნით.




არსებული ინფორმაციით, მძარცველებს სამი საათის განმავლობაში გამოჰქონდათ საიუველირო მაღაზიიდან ძვირფასეულობა. მოპარულ ძვირფას ნივთებს შორის არის ბრილიანტის და ოქროს ყელსაბამები, ალმასის საყურეები, სამაჯურები, გულსაბნევები, რომლებიც დაახლოებით 1.8 მილიონი ფუნტ სტერლინგის, ანუ 2.3 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების არის.

პოლიცია ბოროტმოქმედთა ვინაობის დადგენას ცდილობს და ფიქრობს, რომ ძარცვა წინასწარ კარგად იყო დაგეგმილი და მასში სავარაუდოდ 10 ადამიანი მონაწილეობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები