ლონდონში ფრედი მერკურის სახლი, რომელშიც Queen-ის სოლისტმა თავისი ცხოვრების უკანასკნელი ათწლეული გაატარა, თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგ, €35 მილიონად იყიდება.
კენსინგტონის არისტოკრატულ უბანში, აგურით ნაშენები ვილა ნაით ფრანკის მიერ იყიდება, მისი ღირებულება €35 მილიონს აჭარბებს და სახლი საჯაროდ დალისტული არ არის. მერკურიმ სახლი 1980 წელს შეიძინა.
“მერკური: ფრედი მერკურის ბიოგრაფიაში” ნათქვამია, რომ უძრავი ქონებისთვის როკჯგუფის სოლისტმა €585 ათასი ნაღდი ფულით გადაიხადა.
მერკურიმ რვა საძინებლიანი ვილა მერი ოსტინს, თავის ახლო მეგობარსა და პარტნიორს დაუტოვა, რომელმაც გასული წლების განმავლობაში ფრედი მერკურის სასცენო კოსტიუმების, ხელნაწერი ტექსტების თუ სხვა ნივთების გაყიდვით მილიონობით ფუნტი გამოიმუშავა.