მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლონდონში მიმავალი სამგზავრო თვითმფრინავი ინდოეთში ჩამოვარდა - ბორტზე 200-ზე მეტი მგზავრია

ahmedabad

Air India-ს თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 200-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა, ინდოეთის ქალაქ აჰმედაბადში ჩამოვარდა - ამის შესახებ თავად ავიაკომპანია იტყობინება, თუმცა უცნობია ინფორმაცია მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ.

ავიაკომპანიის განცხადებით, თვითმფრინავი, რომელიც ლონდონის მიმართულებით მიფრინავდა, აეროპორტის მახლობლად, დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდა. Air India-მ X-ზე დაწერა, რომ დამატებითი დეტალებს კომპანია სწავლობს და მოგვიანებით გაასაჯაროებს.

როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, თვითმფრინავი აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ცეცხლშია გახვეული.

სხვადასხვა ინფორმაციით, თვითმფრინავში 200-ზე მეტი მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ მგზავრები თვითმფრინავიდან გამოჰყავთ და პირველად დახმარებას უწევენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები