მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ლონდონში ქართული კომპანიების ღირებულება 1 კვირაში 900 მლნ ლარით შემცირდა - კვირის მიმოხილვა

5d3dd8baecc67
ლევან თაღიაშვილი
29.07.19 09:45
1206
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ჯამში ოთხივე ქართული კომპანიის ("საქართველოს ბანკი", Georgia Capital, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი", "თიბისი ბანკი") საბაზრო კაპიტალიზაცია 1 კვირის განმავლობაში, Galt & Taggart-ის მონაცემებით, 254 მილიონი გირვანქა სტერლინგითაა შემცირებული, რაც ლარში დაკონვერტირებულ 900 მილიონს უდრის.

24 ივლისის შემდეგ ინვესტორებმა მყისიერად მოახდინეს კომპანიის აქციების გასხვისება; საბოლოოდ 1 კვირაში "საქართველოს ბანკის" 415 ათასი ფასიანი ქაღალდი გაიყიდა, Georgia Capital-ის - 580 ათასი, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" - 326 ათასი, "თიბისი ბანკის" კი  -1 მილიონ 882 ათასი აქცია, ანუ თითქმის 2 მილიონი ერთეული.

რაც შეეხება კონკრეტულ რიცხვებს, თიბისის საბაზრო კაპიტალიზაცია 153 მილიონი გირვანქა სტერლინგით შემცირდა, "საქართველოს ბანკის" ღირებულება 81 მილიონით, სხვა კომპანიების ზარალი კი, შედარებით მცირე იყო, Georgia Capital-მა 2 მილიონი გირვანქა იზარალა, "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა" კი - 18 მლნ-ით. აღსანიშნავია, რომ "თიბისის" 1 აქციის ფასი 3 ფუნტით შემცირდა და ახლა მისი ღირებულება 12.4 ფუნტია.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები