ლონდონში, სომერსეტ ჰაუსში გაჩენილ ხანძარს 100-მდე მეხანძრე ებრძვის.
საერთაშორისო მედიის ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
რენესანსის ეპოქის შენობა ტემზაზე, ვატერლოოს ხიდთან მდებარეობს, რომელიც თავდაპირველად სომერსეტის ჰერცოგს ეკუთვნოდა. ახლა კი ხელოვნების, ბიზნესისა და სოციალური საწარმოს სახლია.
ტელეგრაფთან შენობაში დასაქმებულმა განაცხადა, - კარგია, ხანძარი ლოკალიზებულია ერთ უბანში“.
ლონდონის სახანძრო რაზმის განცხადებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
ძლიერი კვამლის გამო, ლონდონის სასწრაფო დახმარების სამსახურმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ სომერსეტ ჰაუსის ტერიტორიას თავი აარიდონ.

























