მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლონდონში, თიბისის მხარდაჭერით, საცხობების ქსელის - Entrée-ს რიგით მე-3 ობიექტი გაიხსნა

62da59acbe4fb
BM.GE
22.07.22 12:00
1424
თიბისის მხარდაჭერით, ლონდონში, საცხობების ქსელი Entrée ფართოვდება. ახლა უკვე ბაკინგემის სასახლესთან (28 Buckingham Palace Road), ქსელის მე-3 ობიექტი გაიხსნა.

Entrée-ს ახალი ობიექტის გასახსნელად კომპანიამ 350 000 ფუნტის ინვესტიცია განახორციელა და 8 სამუშაო ადგილი შექმნა.

ახალი ფილიალის შემთხვევაშიც, Entrée სტუმრებს ქართულ ტრადიციულ კერძებთან ერთად, ფრანგულ პურ-ფუნთუშეულს სთავაზობს. ქართული და დასავლური სამზარეულოს უნიკალური ნაზავი ბრიტანელი მომხმარებელისთვის საინტერესო და მიმზიდველი გამოდგა.

ლონდონში დასაქმებულების გადამზადების კურსებს Entrée-ს საქართველოში მოქმედი ფილიალების გამოცდილი თანამშრომლები უძღვებიან.

საცხობის პირველი ობიექტი - Tbilisi Bakery, ნოთინგ ჰილ გეითის - #138-ში, მეორე ობიექტი კი მეიფაიარზე, ბარკლის სკვერთან მდებარეობს. „ანტრე ლონდონი“ ქსელის საეთაშორისო გაფართოების ნაწილია, რომელიც თბილისისა და ბაქოს შემდეგ, მესამე ქალაქში გრძელდება. შედეგად, დღეს Entrée-ს ქსელი ლონდონში - 3 ფილიალს, აზერბაიჯანში - 6 ობიექტს, საქართველოში კი 14 ფილიალს აერთიანებს.

თიბისისთვის პრიორიტეტულია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც მაღალი ხარისხის ეროვნულ წარმოებას ავითარებს. ასევე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმ ბრენდის რეალიზებაში წვლილის შეტანა, რომელიც საერთაშორისო მომხმარებელს ქართულ პროდუქტსა და ღირებულებებს აცნობს.
(R)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები