მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Loop-ის ხელნაკეთი სანათები - პანდემიისას დაწყებული ბიზნესი

60816344ca798
ნუცა ბაზლიძე
24.04.21 19:20
1447
ხელნაკეთი სანათები - Loop-ი პანდემიისას დაწყებული ბიზნესია, რომლის შესახებ გადაცემა „ქალების ნარატივის“ ეთერში სტარტაპის დამფუძნებელმა, Forbes Woman Georgia-ს არტ რედაქტორმა ქეთა ლომიძემ ისაუბრა.

"იდეა დაიბადა პანდემიის პერიოდში; ეს საქმე ჩემთვის ერთგვარი თერაპიაა. დიდ დროს ვატარებთ სახლში და მივხვდი, რომ დამეხმარებოდა ხელსაქმე, რომელიც ნერვულ სისტემასაც ამშვიდებს... სანათებს ხელით ვაკეთებ. ხელოსანმა გამიკეთა რამდენიმე ფორმა და  მათზე ძაფებით „თამაში“დავიწყე. ვფიქრობ, საინტერესო ნივთია, ინტერიერს ძალიან უხდება", - აღნიშნა ქეთა ლომიძემ და სანათების ფუნქციურ დატვირთვასაც გაუსვა ხაზი.

„სანათის ამოტრიალებითა და დენის წყაროს შეძენის საშუალებით, შესაძლებელია, მისი ჭაღის სახით გამოყენებაც“, - თქვა ქეთა ლომიძემ და დასძინა, რომ სანათებისთვის მასალას ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობს.

მისივე თქმით, Loop-ი, დაახლოებით, 1 თვეა რაც ფუნქციონირებს და სატესტო პროდუქცია, რომელიც 10 სანათს აერთიანებდა, სრულად გაიყიდა. ამ ეტაპზე, პროდუქციის შეძენა ონლაინ არის შესაძლებელი. ასევე, Loop -ის სანათები „თიბისი კონცეპტში“ მდებარე მაღაზიაშიც არის წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები