„ლოპოტა სპა რეზორტი“ გაფართოებას აგრძელებს. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ქევანიშვილმა ექსკლუზიურად BMG-სთან განაცხადა, დაახლოებით, ერთ თვეში ადგილზე ღონისძიების დარბაზის მშენებლობა იწყება, რომელზეც ქართველი და უცხოელი არქიტექტორების და დიზაინერები ჯგუფი მუშაობდა.
პროექტის ჯამური საინვესტიციო ბიუჯეტი 6.5 მილიონ დოლარს შეადგენს, დარბაზი კი, 750-800 ადამიანზე იქნება.
აღსანიშნავია, რომ „ლოპოტა სპა რეზორტი“ საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული სასტუმრო კომპლექსია, რომელიც კახეთში, ლოპოტას ტბის გარშემო 60 ჰა ტერიტორიას მოიცავს. კომპლექსში შედის 311 სასტუმრო ნომერი, ღია და დახურული აუზები, რესტორნები, საკომფერენციო დარბაზები, სპორტული, სათავგადასავლო და გასართობი სივრცეები.





















