ლოპოტას კომპლექსს ზაფხულის სეზონისთვის 3 ახალი ობიექტი შეემატა, უკვე გაიხსნა აკვაპარკი - Green Aqua და რიგით მეთექვსმეტე - პრემიალური სასტუმრო კორპუსი, მალე კი ლოპოტას ჯაზკლუბიც გაიხსნება. ლოპოტა სპა რეზორტი შექმნის დღიდან გამოირჩევა უწყვეტი განვითარებით, ლოპოტამ შეიძლება ითქვას, რომ გზა გაუხსნა ტურიზმის სექტორს კახეთის რეგიონში და დღემდე განაგრძობს სერვისების გამრავალფეროვნებას.
გიორგი ქევანიშვილი - “ლოპოტა სპა რეზორტის” გენერალური დირექტორი;