მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

L'Oreal-ი თავის მოვლის საშუალებების სახელებიდან სიტყვა გათეთრებას ამოიღებს

5ef9d60da2b37
ნათია თაქთაქიშვილი
29.06.20 15:56
1075
ფრანგული კოსმეტიკური კომპანია L'Oreal-ი კანის და თავის მოვლის საშუალებების სახელებიდან სიტყვა „გათეთრებას“ ამოიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას Business Insider-ი ავრცელებს.

„L'Oreal Group-მა გადაწყვეტილება მიიღო, კანის მოვლის ყველა საშუალების დასახელებებიდან ისეთი სიტყვები ამოიღოს, როგორიც არის "თეთრი", "გათეთრება" და "ღია ფერის"“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ფრანგული კოსმეტიკური კომპანიის მფლობელობაშია ბრენდები Garnier, Maybelline New York, La Roche Posay, SkinCeuticals და თავად L'Oréal-ი.

აღსანიშნავია, რომ ამერიკაში ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის შემდეგ მსოფლიოში რასიზმის წინააღმდეგ არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. საპროტეტსო ტალღას ზოგიერთმა კომპანიამაც გამოუცხადა მხარდაჭრა. კერძოდ, გასულ კვირას ანალოგიური გადაწყვეტილება კომპანია Unilever-მა მიიღო.

„კომპანია Unilever-მა მიიღო გადაწყვეტილება აღარ გამოიყენოს სიტყვა „გათეთრება“, რადგან კომპანია ზრუნავს კანის ყველა ტონზე, რაც სილამაზის მრავალფეროვნების ნაწილია“, - აღნიშნულია კომპანია Unilever-ის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები