მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ლოს-ანჯელეს ლეიკერსი” ლებრონ ჯეიმსს კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებს

ლებრონ ჯეიმსი ლეიკერსი

"ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა“ ლებრონ ჯეიმსს ახალი კონტრაქტი არ შესთავაზა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ვეტერან კალათურთელს ამის სურვილი ჰქონდა, – ინფორმაციას Bleacher Report-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჯეიმსმა ხელშეკრულებაში არსებული პირობა გამოიყენა, რომლის მიხედვითაც, მას უფლება ჰქონდა კონტრაქტი ავტომატურად კიდევ ერთ წლით გაეხანგრძლივებინა. შედეგად, 40 წლის მოთამაშე მომდევნო სეზონშიც "ლეიკერსის“ მაისურით ითამაშებს, ხოლო შემდეგ თანამშრომლობა შეწყდება.

ამავე დროს, ეს ფაქტი მიუთითებს, რომ "ლეიკერსი“ ლებრონ ჯეიმსთან ხანგრძლივ თანამშრომლობას აღარ გეგმავს და უკვე მის შემცვლელზე ფიქრობს. სწორედ ამიტომ, კლუბი სახელფასო ჭერის ზედმეტ დატვირთვას ერიდება.

გასულ სეზონში ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გაცვლა შედგა – ლუკა დონჩიჩი "დალასიდან“ ლოს-ანჯელესში გადავიდა, ხოლო ენტონი დევისი „მავერიქსში“ აღმოჩნდა. შედეგად, "ლეიკერსის“ ხელმძღვანელობა გუნდის მომავალს სწორედ დონჩიჩის ირგვლივ აყალიბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები