მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Louis Vuitton-ის ძაღლების სახლი $67 000-მდე ღირს

ლუი ვიტონი - სახლი

ფრანგული მოდის სახლი Louis Vuitton ყურადღების ცენტრშია. ამის მიზეზი - სპეციალურად ძაღლებისთვის შექმნილი აქსესუარებია, რომელიც 2025 წლის გაზაფხული-ზაფხულის წინასწარი კოლექციის ნაწილია. ბრენდმა ის საზოგადოების წინაშე - "Dog LVers" -ის სახელით წარადგინა.

კოლექცია ძაღლებისა და მათი მეპატრონეების კულტურას, კავშირს იკვლევს და ის ფაქტობრივად აერთიანებს ყველაფერს, დაწყებული - სავარჯიშო სპორტული ფეხსაცმელებიდან - დასრულებული ძაღლის საყელოთი.

"Dog LVers" -ის კოლექციიდან ყველაზე დიდი გამოხმაურება - Kennel Trunk-მა მიიქცია. ნივთი ცხოველებისთვის სახლის ფუნქციას ასრულებს.

Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზის კრეატიულმა დირექტორმა - ფარელ უილიამსმა გადაწყვიტა ფრანგული ბრენდის საკულტო ჩემოდანი შინაური ცხოველების სახლად ექცია. ჩანთა მაღალი ხარისხის, ძროხის ტყავისგან არის დამზადებული, ხარისხთან ერთად, გამორჩეულია მისი დიზაინიც. ჩანთა-სახლს მოსახსნელი კარი და ფანჯარა აქვს.

ფრანგული ბრენდის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი სახლი Kennel Trunk უკვე ხელმისაწვდომია. მისი ღირებულება კი დაახლოებით - $67 000-ია.

აღსანიშნავია, რომ ძვირად ღირებული ბრენდის მამაკაცის ტანსაცმლის ხაზს ცნობილი მომღერალი - ფარელ უილიამსი, კრეატიული დირექტორის რანგში, 2023 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები